“აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ” – მიხეილ დაუშვილი

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტს გაუგზავნა.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს, როგორც რეკლამის დამკვეთებზე, ასევე აღნიშნული რეკლამის განმათავსებელ სუბიექტებზეც.

„აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონ პროექტებთან დაკავშირებით თამაშობების მომწყობ კომპანიებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე (რეკლამის დამკვეთებზე), არამედ რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს.საქართველოს პარლამენტში უკვე გაგზავნილი გვაქვს ბიზნესთან ერთობლივი კონსულტაციებით შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები.“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

კითხვაზე, როგორ აფასებს ბიზნესომბუდსმენი “ევროპაბეთის“ დაანონსებულ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“, მიხეილ დაუშვილმა განმარტა, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.

„რაც შეეხება “ევროპაბეთის“ დაანონსებულ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“, ეს არის მსხვილი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითი, რაც მისასალმებელია“ – განაცხადა დაუშვილმა.

მსგავსი თემები