“არცერთი ბიბლიოთეკარი სამსახურს არ დაკარგავს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაგეგმილ საბიბლიოთეკო რეფორმას ეხმიანება და აცხადებს, რომ არცერთი ბიბლიოთეკარი სამსახურს არ დაკარგავს.

მისივე თქმით, რაც დღეს ბიბლიოთეკებში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია.

„იქ მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი ენდობა ჩემს განცხადებებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. რაც დღეს იქ ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ბიბლიოთეკებში ძირითადად ხდება ბორშჩისა და ხარჩოს მომზადება, რაც ძალიან მძიმეა და ახალგაზრდას არანაირი სურვილი აღარ უჩნდება იქ შესვლის. მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ არცერთი არ დაკარგავდა სამუშაო ადგილს. შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები