ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას ზღუდავს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალური კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, აშშ არ გასცემს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობას შექმნის.

„ვაშინგტონი უკრაინაში მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღს აგზავნის, მაგრამ შეერთებული შტატები ბევრად უფრო ფრთხილია რუსული არმიის შესახებ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაზე,”- წერს გამოცემა The Washington Post.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები შეიმუშავა.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ არ გასცემს დეტალურ ინფორმაციას იმაზე, რაც რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. ამასთან, არ გაიცემა ისეთი ინფორმაცია, რომელიც უკრაინას, მის საზღვრებს გარეთ მდებარე რუსეთის ობიექტებზე თავდასხმაში დაეხმარება.

მსგავსი თემები