,,19 514 უკრაინელი ბავშვი უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება”- უკრაინა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 19 514 უკრაინელი ბავშვი უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება.

,,ეროვნული საინფორმაციო ბიუროს უახლესი მონაცემებით, 19 514 უკრაინელი ბავშვი ახლა უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება. ასევე ცნობილია, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში დაახლოებით 4 390 სტატუსის მქონე ბავშვია, მათ შორის არიან ობლები და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები