ისრაელის 27 ქალაქის მერი შიმშილობას აცხადებს

ისრაელის 27 ქალაქის მერმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი მთავრობის მიერ წარდგენილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

„ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების მერები ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, ხვალ დილიდან ვიწყებთ შიმშილობას იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ, მოთხოვნით, დასრულდეს უზარმაზარი კრიზისი და კატასტროფა, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები