,,მოსწავლემ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა” – ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე და მასწავლებელი კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც რამდენიმე ბავშვს თავის ასტკივდა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეები კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს.

 ინტოკსიკაციის ნიშნებით, ბათუმის პირველი სკოლიდან მასწავლებელი და მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს

მსგავსი თემები