,,მდგომარეობა კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა”- გიული ალასანია 

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია. მისი თქმით, სააკაშვილმა წონაში კიდევ დაიკლო.

,,ჯანმრთელობის მდგომარეობა მე  რომ მკითხოთ კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით იყო 64, ახლა 62 კილოა. დილიდან დღის პირველი ნახევარი არის  ხოლმე რთული. სისუსტე აქვს საშინელი, გუშინწინ იყო მგონი გული რომ წავიდა, ეს ყველაფერი წონის გამოა,”- განაცხადა ალასანიამ. 

 

მსგავსი თემები