,,ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ მაკო ჯაბუას მიერ შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებას ეხმიანება.

მისი თქმით, ”არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე”.

,,ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის ჟურნალისტი პოსტვ-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ამას ბოლოს ბოლშევიკები აკეთებდნენ, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს… 7 წელი რაღაც მოხდა, არ გახსენებია თურმე და ახლა გაახსენდა. დამაჯერებლობაზე ვსაუბრობ… მე არ მჯერა, უნდა მჯეროდეს აუცილებლად? ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე, ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა.

შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა. მგონია, რომ ეს არის ფაშიტური კამპანიის ნაწილი. როდესაც ფაშისტურ კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ეს არის ძალიან საეჭვო და კრიტიკული ტელეკომპანიების, ჟურნალისტებისა და წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები