,,რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში” – პუტინი 

რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე.

,,თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენი ქვეყნები მუდმივად ემხრობიან უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე და არა გარკვეულ „წესებზე“, რომლებიც ემსახურება „ოქროს მილიარდის“ საჭიროებებს.

რუსეთი და ჩინეთი მუდმივად მუშაობენ თანაბარი, ღია, ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის ინტერესებში, რომელიც არ არის მიმართული რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ამ კუთხით ჩვენ აღვნიშნავთ ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონსტრუქციულ როლს, რომელიც შეესაბამება რუსეთის მიდგომებს ამ სფეროში”,- განაცხადა პუტინმა ჩინურ გამოცემასთან ინტერვიუში.

 

 

მსგავსი თემები