პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისი – ევროკავშირი პუტინის დაკავების ორდერზე

ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის წინაამდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებზე.

,,ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებთან დაკავშირებითაც ისინი ბრძანებას გასცემენ ან ახორციელებენ უკრაინაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები