,,სულ წევს, მუდმივად, უჭირს მოძრაობა…არის მძიმე ავადმყოფი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტს მოძრაობა უჭირს და მუდმივად წევს. მისივე თქმით, სააკაშვილს 47 დიაგნოზი აქვს დასმული.

,,რომ მივდივარ ადამიანი სულ წევს, მუდმივად, უჭირს მოძრაობა, უჭირს ყველაფერი ფაქტობრივად, და ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა ვივა მედში. ჩვენ გვყავდა აქ ძალიან ავტორიტეტული ხალხი ჩამოყვანილი და ზოგიერთი აქაური, ძალიან ცნობილი სახელები, ყველას ერთსულოვანი აზრით, არის მძიმე ავადმყოფი, 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან სამი არის უმძიმესი,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები