ბრიტანეთის პრემიერის ოჯახი ძაღლის საბელის გარეშე გასეირნებისთვის პოლიციამ გააფრთხილა

ბრიტანეთში, პოლიციამ პრემიერ-მინისტრის,  რიში სუნაკის ოჯახს ძაღლის საბელის გარეშე გასეირნებისთვის გაფრთხილება მისცა.

TikTok-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბრიტანეთის ლიდერი ოჯახთან ერთად სეირნობს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პარკში და თავის ლაბრადორთან ერთად.როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, პრემიერის ძაღლს საბელი არ უკეთია.

ვიდეოს ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციაც გამოეხმაურა. პოლიციის წარმომადგენელის თქმით, პარკში მყოფმა ოფიცერმა კანონდარღვევაზე ოჯახი გააფრთხილა.

„ოფიცერი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა, ესაუბრა ქალს და შეახსენა წესები”- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები