ინვესტორი სახელმწიფოს სთავაზობს, ელმავალმშენებელი ქარხანა თავად შეიძინოს, რომ ის არ განადგურდეს

ელმავალმშენებელი ქარხანა იყიდება. 9 მარტს 21 ჰექტარი მიწის ფართობი თბილისში, ქარხნიანად, რომელიც დღეს გაჩერებულია, აუქციონზე გადის.

ინვესტორი, რომელიც მზად იყო ქარხანა აემუშავებინა და პროფილიც შეენარჩუნებინა, ამ დრომდე ვერ ახერხებს პროცესში ჩართვას, რადგანაც, ქარხანა აუქციონზე მოხვდა. ის რომ არ გაანადგურდეს და პროფილი არ დაკარგოს, კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა სახელმწიფოს გამოსავალს სთავაზობს.

„ჩვენ გვაქვს კითხვა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან, რომელსაც ელმავალმშენებელი ქარხნის წილის 12% ეკუთვნის, რატომ არ ახდენს რეაგირებას ამ საკითხზე, ასევე, რატომ მოიხსნა  ყადაღა, რომელიც აჩერებდა აუქციონს?  ჩენ მათ შემდეგ გამოსავალს ვთავაზობთ – სახელმწიფომ შეიძინოს აუქციონზე მთლიანი აქციები და შემდეგ თვითონ გაასხვისოს თავისი შეხედულებისამებრ“ – აცხადებს ჭითანავა.

კითხვაზე – არსებობს გამოსავალი, როცა ქარხნის ტერიტორია გატანილია აუქციონზე? პასუხი შემდეგია: „გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს. გამოძიებას შეუძლია, პირდაპირ შეაჩეროს აუქციონი მიმდინარე სს საქმიდან გამომდინარე“.

ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორია შესაძლოა, სამშენებლო პოლიგონად გადაიქცეს (ვიდეო)  

 

მსგავსი თემები