,,თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი…ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ”- ანრი ოხანაშვილი

,,ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ერთი მილიონი ადამიანის მხარდაჭერით,”- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.

ოხანაშვილმა ”ლელოს” წევრ დეპუტატს,  უსამშობლო უწოდა.

,,თქვენ, თქვენ თავს არ ეკუთვნით, თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი, ეგ დაიმახსოვრეთ. ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, ბატონი ბურჯანაძე ხომ ამბობდა, იდექით ბატონო ცალ ფეხზე და გინდა ნუ იდგებით. ეგ არის თქვენი სახე. ჩვენ ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას”, – თქვა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები