უკრაინის დახმარების გამო, რუსეთმა პოლონეთს „დრუჟბის“ მილსადენი გადაუკეტა

რუსეთმა „დრუჟბის“ მილსადენით პოლონეთს ნავთობის მიწოდება ჩაუკეტა. ინფორმაციას პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „PKN Orlen“-ის დირექტორი დანიელ ობაიტეკი ავრცელებს.

„ნავთობის მხოლოდ 10%-ს ვიღებდით რუსეთიდან, რასაც ჩვენ სხვა წყაროებიდან მიღებული ნავთობით ჩავანაცვლებთ”, – აცხადებს ობაიტეკი.

რუსეთმა კი აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთმა უკრაინას გერმანული „ლეოპარდის“ ტანკები გაუგზავნა.

 

მსგავსი თემები