ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უკრაინის 1877 დასახლება აქვს ოკუპირებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ამჟამად უკრაინის 1877 ქალაქი და სოფელი აქვს ოკუპირებული.

მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლი თითქმის 90%-ით გაანადგურეს.

,,ჩვენ ვიბრძვით უკრაინის მიწაზე იმისთვის, რის გარეშეც თქვენ, მეგობრებო, ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება. ეს არის ელემენტარული უსაფრთხოება, თავისუფლება და ცხოვრება კანონის მიხედვით, ეს არის ადამიანის ღირსება და ყველა ადამიანის უფლება, მარტივი რამ, რასაც ახლა მოკლებულია უკრაინის 1877  ქალაქი და სოფელი. ოკუპანტი იბრძვის, რომ ეს რიცხვი გაზარდოს”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები