,,დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში”- რას ამბობს ადვოკატი ბადრი ესებუას დაკავებაზე

საქართველოს ბანკის თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით,  უცნობია როდის და რა ვითარებაში მოხდა ესებუას დაკავება.

„ვესაუბრე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს და მასთან საუბრისას გავარკვიე რომ მასაც არ იცოდა დაკავების შესახებ. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში. ახლა ის, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ“, – განაცხადა ბადრი ესებუას ადვოკატმა.

 

შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

 

 

 

მსგავსი თემები