იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 2020 წლიდან ძებნილი, ბადრის ესებუას დაკავებას ეხმაურება. მინისტრის თქმით, ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც.
“ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას.
ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია
ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც”,- წერს რატი ბრეგაძე.
შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს