„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!”- კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში დღეს საჰაერო განგაშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. მედიის ცნობით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!” – წერს კლიჩკო.

მსგავსი თემები