საშინელი ტრაგედია – დიდ დიღომში 12 წლის ბავშვი გრდაცვლილი იპოვეს

12 წლის ანა, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი ბოლოს 23:00 საათზე ნახეს ქუჩაში. მას შემდეგ კი კვალი ქრება.

პირველადი ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი აღენიშნება. მოკლული გოგონა იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ძველ პარკთან, რაგბის სტადიონთან იპოვეს. სასწრაფო დახმარება ცდილობდა ბავშვის გადარჩენას თუმცა, ვერაფერი უშველეს.

„დაახლოებით 23 საათისთვის დაიკარგა 12 წლის ანი დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუ კი ფლობთ რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ“… აღნიშნულ  ინფორმაციას ავრცელებდნენ ახლობლები, სანამ გოგონას მოკლულს ნახავდნენ.

მსგავსი თემები