„სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა”- გურამ მაჭარაშვილი

„სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან კავშირები ჰქონდა და აქვს სააკაშვილის რეჟიმს,”- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ”სააკაშვილის, როგორც აგენტის, საქართველოში ჩამოყვანა იყო ორგანიზებული და ამაში შეიძლება, ჩართული იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები”.

,,სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან კავშირები ჰქონდა და აქვს სააკაშვილის რეჟიმს. გიული ალასანია თავადაც არ უარყოფს, რომ უკრაინაში იყო ჩასული. მგონი, არასერიოზულია ნახევარი ჩანაწერის უარყოფა. გამოდის, ჩანაწერი ავთენტურია, რადგან გიული ალასანია ადასტურებს, რომ უკრაინაში ჩასული იყო, რათა გადაერწმუნებინა სააკაშვილი, საქართველოში არ ჩამოსულიყო. რატომ უნდა გადაერწმუნებინა? ეს არის მტკიცება იმისა, რომ დაგეგმილი იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, არეულობის მოწყობა და ასე შემდეგ. ჩანაწერში მნიშვნელოვანი ფრაზაა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ფაქტორი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პატიმარ სააკაშვილს ჰქონდა, და როგორც ჩანს, ციხეში მოხვედრამდე ჰქონდა კავშირი რუსეთთან.

სააკაშვილის, როგორც აგენტის, საქართველოში ჩამოყვანა იყო ორგანიზებული და ამაში შეიძლება, ჩართული იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და ასე შემდეგ. ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს. სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო თუ არა, როგორც სჭირდებოდა, თავისი სუბიექტური პოზიციებიდან გამომდინარე, რომელ ქვეყანასთან როგორი ურთიერთობა აწყობდა, იმისდა მიხედვით იღებდა გადაწყვეტილებებს. ამ ჩანაწერებით სწორედ ეს დადასტურდა. ვერ გეტყვით, სააკაშვილს რუსეთთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული თუ ზეპირი შეთანხმება, მაგრამ ფაქტია, ოჯახის წევრმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. პირდაპირ ამბობს, მნიშვნელოვანია, რუსები საქართველოში სააკაშვილის ჩასვლაზე რას იტყვიანო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მსგავსი თემები