საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა შესაძლოა, პირადობის მოწმობით შეძლონ

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შესაძლოა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეძლონ.

აღნიშნულ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე, არარატ მირზოიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ეს არის ასახული მთავრობის გეგმაში“, – განაცხადა მირზოიანმა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით დელეგაციას საქართველოდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ვიმედოვნებთ, ამ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა მოხდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები