,,არ იქნება მესამე მსოფლიო ომი, ეს არ არის ტრილოგია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,არ იქნება მესამე მსოფლიო ომი, ეს არ არის ტრილოგია” – ამ სიტყვებით ოქროს გლობუსის დაჯილდოების მაყურებელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას თავის მიწაზე.

,,მეორე მსოფლიო ომი ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ ტალღა შემობრუნდა, ყველამ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლები და ცრემლი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოქროს გლობუსის დაჯილდოება 1943 წლის საუკეთესო შემსრულებლების პატივსაცემად… ახლა 2023 წელია, ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. და უკვე გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. წინ ჯერ კიდევ ბრძოლები და ცრემლებია, მაგრამ ახლა მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ვინ იყო საუკეთესო წინა წელს, ეს თქვენ იყავით. თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხი. ვინც გაერთიანდა თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლებისთვის ჩვენს საერთო ბრძოლაში. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები