,,მამაკაცი ნამდვილად აეკიდა ბავშვს!…ყველაფერი წამებში მოხდა”- სოციალური ქსელის მომხმარებელი მშობლებს მიმართავს

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ლიპარტელიანი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მის შვილს ორი კაცი აეკიდა. ახალგაზრდა ქალი მშობლებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო, მშობლებო, იყავით ფრთხილად!

გუშინ ანდრია ორმა უცხო მამაკაცმა, 10-15 წუთის ინტერვალში, სხვადასხვა ადგილას ისე შეაშინა და დასტრესა , დღეს წრეზე აღარ წავიდა. 2 ინციდენტი 10-15 წუთის განმავლობაში.

1) გამოვიდა ცეკვიდან, პუშკინის სკვერთან არსებულ გაჩერებაზე იდგა, როცა მამაკაცი მიუახლოვდა და ეკითხება შაურმა სად იყიდებაო, წამოდი ერთად ვჭამოთო, რამდენიმეჯერ იუარა ბავშვმა, დედას ველოდები უნდა მოვიდესო ის კი კვლავ სთავაზობდა გაყოლას.

2) პუშკინის გაჩერებიდან ვორონცოვის მოედნის გაჩერებაზე მივიდა (ავტობუსით), იქ გადაჯდა თუ არა ბავშვი სხვა ავტობუსში გამოელაპარაკა კვლავ უცხო მამაკაცი, შუახნის, “რა გქვია? სად ცხოვრობ? წამოდი მე წაგიყვან სახლში, მე სამებაში დავდივარ და ჩემი არ შეგეშინდეს” და მსგავსი, პარალელურად ანდრიასთან ამ დროს ხაზზე ვარ და ხმას ვერ ვარკვევდი, ანდრიას ვუთხარი ჩამოდი ავტობუსიდან-მეთქი, მაგრამ ყურადღება აღარ ჰქონდა შიშისგან ტელეფონთან, ხმა მესმის: ჩავდივარო გავიგე თქვა და თან “მოდის, მოდის” და ვიღაც ქალს ეუბნება ისე მოიქეცი, ვითომ დედაჩემი ხარო და ტელეფონი ამ ქალს მიაწოდა, ქალმა დამიდასტურა,რომ მამაკაცი ნამდვილად აეკიდა ბავშვს! ეს ამება კაცი მივიდა ამ ქალთან და გადაამოწმა ნამდვილად მისი დედა იყო თუ არა, ანდრიას თავზე მოეფერა და გავიდა!

პ.ს ეს ყველაფერი წამებში მოხდა, მე ხაზზე ვიყავი სულ, ჯერ პირველი ფაქტი, რომ მითხრა ბავშვმა ტელეფონში იმაზე ვიყავი გაშეშებული და რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა. ბავშვი ტაქსით წამოვიყვანე, ვთხოვე ამ ქალს 2 წუთი არ მიეტოვებინა, ამ ქალის საკონტაქტოც მაქვს!

რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს?

როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები? ყველგან გავყვეთ,აღარ ვიმუშაოთ? სახლიდან, რომ გადის ტელეფონზე ისედაც უწყვეტ რეჟიმში ვარ მასთან, სანამ არ მივა დანიშნულების ადგილზე! მაგრამ ეს მის უსაფრთხოებას იცავს? უმეტესად ტაქსით მიდის ბავშვი წრეებზე, მაგრამ ყოველთვის ამის საშუალება არ არის, ამ დღესაც ტაქსით წავიდა და იქიდან ავტობუსით ბრუნდებოდა“, – წერს სალომე ლიპარტელიანი.

მსგავსი თემები