,,გუშინდელთან შედარებით, დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. გუშინ ძალიან ცუდად იყო”- გიული ალასანია

,,გუშინდელთან შედარებით, ჩემი შვილი დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე შეშინებული წავედი აქედან,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილის  მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა ჩატარდეს.

„ადრეც ამავე აზრზე ვიყავით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სასამართლო განხილვა, იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს,“ – განაცხადა ალასანიამ.

 

 

მსგავსი თემები