,,თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება წინაპირობაა, საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ”- კახა კალაძე

,,საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება გეტყვით – საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის!,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ხელისუფლება თავის გასაკეთებელს გააკეთებს და ყველა ნაბიჯი გადაიდმება, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, გვაქვს კანონები, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ტოლობის ნიშანი ისმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება გეტყვით – საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის. რაც შეეხება ქვეყანას, მთავრობას – ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულებაზე. მაშინ, საერთოდ რა საჭირო იყო ამ 12 პუნქტის წარმოდგენა და დავალდებულება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო შესრულებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ყველაფერი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ,”- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები