პარლამენტმა საგანგებო რეჟიმში ორთვიანი მუშაობა დაასრულა. დღეს ოფიციალურად დაიხურა პარლამენტის საგანგებო პლენარული სესია და სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.
მომავალი კვირიდან საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება და საქმიანობას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გააგრძელებს.
პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკაშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი დაწესდა.