,,ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი, სადაც ყველა სერვისი მიეწოდება…იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე”- ზარქუა

,,გული მტკივა იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობის საფუძველი არ არსებობს.

„მე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რაც არ უნდა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გული მტკივა, იმიტომ რომ საფუძველი არ აქვთ შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, თორემ ჩვენ ვნახეთ იმ გასაჯაროებული კადრებიდან, სადაც ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და სადაც ყველა სერვისი მიეწოდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე. ეს ალბათ, ცალკე ძიების საგანი უნდა გახდეს.

დასკვნა დაიდოს, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რასაც ვერ უმკურნალებს, მაგალითად, პენიტენციური, ან ჩვენი კლინიკები. ხალხნო, საფუძველი არ არის. შიმშილობის დაწყება, ისევე როგორც დამთავრება, ეს თავიდან ბოლომდე მათი უფლებამოსილებაა,“ – განაცხადა ზარქუამ.

 

მსგავსი თემები