,,მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას, მოვითხოვდი, რომ მომხდარიყო სასჯელის გადავადება”- გიორგი გრიგოლია

კლინიკა “ვივამედში” სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია მივიდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს უნდა შეხვდეს.

გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას, სასჯელის გადავადებას მოითხოვდა.

“სიტუაცია მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, ნუ ამ 6 თვეში მოხდა რაღაც გარკვეული გაუარესება, ის რაც ჩვენ დავწერეთ ბოლო კომისიაში, რომ ამ პირობებში, ჩვენ პირობებში მისი განკურნვა მთლიანად შეუძლებელი იყო, ალბათ ეს დასტურდება. თუ ჩავთვლით, რომ დღევანდელი მდგომარეობა, ვთვლით კი არა ეს ასე არის, რომ უარესია ვიდრე იყო მაისში, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მკურნალობა მთლად ადეკვატური არ ყოფილა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას, რა თქმა უნდა, მოვითხოვდი, რომ რაღაცა სახით მომხდარიყო გადავადება ამ სასჯელის, სანამ არ გამოჯანმრთელდებოდა და მივმართავდი იმ დაწესებულებას, სადაც შეიძლება გამოჯანმრთელება”, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. 

მსგავსი თემები