,,რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით. მისი თქმით, მას შემდეგაც, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ წარადგინა, პუტინმა აგრესიის მასშტაბები გაზარდა.

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები და ამ შემთხვევაში რუსეთი რეალურად დაინტერესებულნი არიან აზრიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაში არიან, წარადგინა წინადადება, როგორ წავიდეთ წინ მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მეტი ძალების მობილიზება, უკრაინის ტერიტორიების ანექსია და ახლა ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ასე რომ, ის ძირითადად მიმართავს თავის ბრაზს და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, სამიზნეში იღებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ცდილობს, გამორთოს განათება, სითბო, ელექტროენერგია. სწორედ ეს ხდება. ასე რომ, სანამ პუტინი არ აჩვენებს, რომ ის რეალურად დაინტერესებულია მნიშვნელოვანი დიპლომატიით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი თემები