ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი ევაკუაციისთვის ემზადება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს ტერიტორიიდან საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალიც გაჰყავს.
„ხელმისაწვდომი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ტერიტორიიდან ცალკეული ქვედანაყოფებით გადიან და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციის პერსონალს“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.