რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო. მათივე ცნობით, რუსეთი ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპციო პერსონალის გასაყვანად.

უკრაინის გენშტაბის განმარტებით,  მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ასევე, პოლოგიდან და ინჟინერნოედან რუსები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მიტაცებული ქონება. ხოლო დასახლებულ პუნქტ ბურჩაკში რუსები ატარებენ აღწერას მოსახლოების ე.წ. ნებაყოფოლობითი ევაკუაციის მიზნით.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე მიმართულებით და მტრის დანაკარგი 230 ადამიანს შეადგენს.

მსგავსი თემები