გერმანული გამოცემა “შპიგელი” სარატოვის სამხედრო აეროდრომის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით უკრაინას ახალი, მძიმე საჰაერო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.
გამოცემის ვარაუდით, რუსეთის შემდეგი მასირებული საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე, როგორც ჩანს, გარდაუვალია.
გამოცემა სატელიტურ ფოტოებს ეყრდნობა, რომელშიც ჩანს, რომ აეროდრომზე განთავსებულია დაახლოებით 20-მდე შორი მანძილის ბომბდამშენები: “ტუ-95″ და ,”ტუ 160”, ასევე საწვავის ავზები, საბრძოლო მასალები, მანქანები და სარემონტო მასალები, დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომლითაც საკრუიზო რაკეტები გადაიტანეს.