,,თუ გსურთ გაიგოთ რა გააკეთა რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში”- ზელენსკი მასკს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს უკრაინაში იწვევს. ზელენსკიმ ნიუ-იორკში “DealBook-ის” კონფერენციაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას  მიმართა მილიარდერს.

,,თუ გსურთ გაიგოთ რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალებით ნახავთ… ამის შემდეგ მოგვიყვებით როგორ დავამთავროთ ეს ომი, ვინ დაიწყო იგი და როდის შეგვეძლება მისი დასრულება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები