ოკუპანტის ქვეყნის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში განახორციელეს. ამჯერად სარაკეტო შეტევა ხარკოვზე მოხდა.
„რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს“ – აცხადებს ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი.
ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ საჰაერო განგაში და დაუყოვნებლივ თავშესაფრებში ჩავიდნენ.
მსხვერპლის შესახებ, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.