„ეს ტერორისტული აქტია, ასაფეთქებელი ქალმა აამოქმედა“ – ვიცე პრეზიდენტი

თურქული მხარე უკვე ოფიციალურად და დადასტურებულად აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია. ასაფეთქებელი მოწყობილობა კი „თვითმკვლელმა ქალმა“ მოიყვანა მოქმედებაში.

„ბოლო მონაცემებით, ჩვენ დავკარგეთ ექვსი ადამიანი. 81 დაშავებულია. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ჩვენ ამას ტერაქტად მივიჩნევთ, რომელიც მოხდა დამნაშავის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად. მიგვაჩნია, რომ დამნაშავე ქალია. ვინც ამ მოვლენების უკან დგას, მას საბოლოოდ მიაგნებენ, თუნდაც მსოფლიოს მეორე ბოლოში წავიდნენ და არა უბრალოდ საზღვრის მიღმა“, – აცხადებს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ხალხმრავალ ადგილზე აფეთქება დღეს მოხდა.

მსგავსი თემები