,,ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?”- ანრი ოხანაშვილი

,,ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცალა მათი ეს მოსაზრება?! – ასე პასხუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით,  იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ.

„პატივი უნდა სცენ სასამართლოს ინსტიტუტს და თავი შეიკავონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისეთი შეფასებისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევად. შეფასებებში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება. ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობა არის დამოუკიდებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას ხელი შეეწყოს და არა პირიქით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მსგავსი თემები