,,სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს”- დიმიტრი გვრიტიშვილი

,,სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს,”- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეები აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონით დადგენილი წესით არიან თანამდებობაზე არჩეული, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ ფუნქციას.

,,სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს. ამ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოვადგენ, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, დაიცვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ცალკეული მოსამართლეების ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. ვინმე ამ ჯგუფს გავლენის ჯგუფად თუ აღიქვამს, ვამბობ, რომ მოსამართლეები აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონით დადგენილი წესით არიან თანამდებობაზე არჩეული, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, დაიცვან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მიუხედავად მისი სტატუსისა, არავის მისცეს შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს საქმეებში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე საერთაშორისო კრიტიკულ გამოხმაურებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  რეზონანსული საქმეები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იქნება, ამგვარ ელფერს იძენს.

„სამართალწარმოება ცნობილი პოლიტიკოსის ან მასმედიის წარმომადგენლების მიმართ როდესაც მიმდინარეობს, ბუნებრივია, მსგავსი აღქმა, შეიძლება გამოიხატოს. ე.წ. რეზონანსული საქმეები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იქნება, ამგვარ ელფერს იძენს, თუმცა ყველა შემთხვევაში, რომელი ინსტანციის სასამართლოც არ უნდა იყოს, განუხრელად მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონის სწორი განმარტების შედეგად და ყველა საქმეზე სამართალწარმოებას სამართლიანობის პრინციპის დაცვით ახორციელებს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მსგავსი თემები