პესკოვის განცხადებით, პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ერდოღანთან არ უსაუბრია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

მისი თქმით,  ერდოღანს და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა და არც იგეგმება.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა. მიზეზად კი ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა დაასახელეს.

მსგავსი თემები