,,ოკუპანტებმა ხერსონის სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს და ადგილზე სამხედრო ბაზა შექმნეს”- გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ე.წ. “ევაკუაციის” ფარგლებში,  ქალაქ ხერსონის 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს. მათივე ცნობით, კოლონიას  პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს.

“არსებული ინფორმაციით, ე.წ. “ევაკუაციის” დროს ოკუპანტებმა ხერსონის No90 სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს. მტერი აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიას რუსული არმიის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები