აშშ-ის კონგრესის სპიკერის ოჯახზე თავდასხმა მოხდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს, საკუთარ სახლში უცნობი პირი თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ ნენსი პელოსის წარმომადგენელი ავრცელებს.

„დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის რეზიდენციაში სან-ფრანცისკოში და ძალადობრივად გაუსწორდა ბატონ პელოსის. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი დგინდება. პელოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესანიშნავ სამედიცინო დახმარებას უწევენ და მოსალოდნელია მისი სრული გამოჯანმრთელება. სპიკერი [ნენსი პელოსი] იმ დროს არ იმყოფებოდა სან-ფრანცისკოში”, – წერია ნენსი პელოსის წარმომადგენლის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები