,,წმინდა მიწაზე ვლოცულობ თქვენთვის და მშვიდობისთვის, მე ბედნიერი ვარ”- ალა პუგაჩოვა

ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის დატოვების შემდეგ ისრაელში იმყოფება. შესაბამის ინფორმაციის მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,მადლობას ვუხდი ჩემი თაყვანისმცემლების მრავალმილიონიან არმიას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, ტყუილ-მართალის გარჩევისთვის,  წმინდა მიწაზე ვლოცულობ თქვენთვის და მშვიდობისთვის. მე ბედნიერი ვარ,”- წერს ალა პუგაჩოვა ,,ინსტაგრამზე”

ცნობისთვის, ალა პუგაჩოვას რუსეთის დატოვება ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამო მოუწია. მომღერლის სკანდალურ განცხადებებს კრემ­ლის მომ­ხრე­ე­ბი და პრო­პა­გან­დის­ტე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ. რუსეთის ხელისუფლებამ ალა პუგაჩოვას მეუღლე მაქსიმ გალკინი უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა. ამასთან, თავად მომღერალმაც მიმართა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს, მეუღლის მსგავსად ისიც შეეყვანათ აგენტების სიაში.

მსგავსი თემები