,,მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი მოელოდა”- შალვა პაპუაშვილი

„გაფაციცებით ყველა ეძებს ოლიგარქს და მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ზოგი ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მოელოდა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული იურიდიული თუ არაიურიდიული საზოგადოება დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მათ საკითხის მიმართ ყალბი აღქმები ჩამოაყალიბეს.

„მგონი, პოლიტიკური სპექტრის ნაწილს უკვე ეწია ეს ცოდვა, რაც ოლიგარქიის საკითხსს შეეხება. ჩვენს ქვეყანაში ეს ტერმინი შემოიღო, დაამკვიდრა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა და მთელი ბედის ირონიაც იმაშია, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ვნახეთ, ეს ცოდვა საბოლოო ჯამში, ოპოზიციის ნაწილს თავად შემოუბრუნდა. ამიტომ თავისთავად ეს სასკოლო მაგალითია იმისა, როგორ ხდება ყალბი აღქმების ფორმირება, შემდეგ როგორ ახდენს გავლენას ყალბი აღქმები, მათ შორის საერთაშორისო აღქმებსა და რეპუტაციაზე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე – როდესაც საუბარია ოლიგარქიის და ასე შემდეგ საკითხებზე, მათ შორის ხელისუფლებასთან მიმართებით, საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე; ამ ყალბი აღქმების შემდეგ როგორ ხდება უკან მობრუნება ასეთი რეკომენდაციებით და შემდეგ როგორ არის ხელის სავსავი, როგორ არის მთელი საზოგადოება, რა ვქნათ ახლა, რა ვუყოთ ამ ყველაფერს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

მგონი, ეს კარგი სასკოლო მაგალითია, რომ როდესაც ხდება ყალბი აღქმების ჩამოყალიბება, მით უმეტეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, ამას კარგი შედეგი არ მოაქვს და სწორედ ამ დილემამდე მივყავართ, რა დილემაშიც ახლა აღმოჩნდა ქართული იურიდიული თუ არაიურიდიული საზოგადოება. გაფაციცებით ყველა ეძებს ოლიგარქს და მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ზოგი ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მოელოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები