უკრაინა სასწრაფოდ საჰაერო თავდაცვით სისტემებს ითხოვს

უკრაინული მხარე მეგობარ ქვეყნებს მიმართავს და თავდაცვის საშუალებებს სთხოვს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, თავდაცვის სისტემები უკრაინას გადაუდებლად და სასწრაფოდ სჭირდება.

„სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მოწოდება… რუსეთი სარაკეტო ტერორს აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში. ღამით განხორციელებული 12 დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე, სულ მცირე 12 დაღუპული და მრავალი დაჭრილი“, – აცხადებს დმიტრო კულება.

 

მსგავსი თემები