ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის  შედეგად 6 ადამიანი მათ შორის  4 ბავშვია.

ავტოსაგზაო შემთხვევისას, „მიცუბიშის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ჯებირს შეეჯახა.

დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები