აბორტის იძულება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

თუ ერთი სუბიექტი მეორეს აიძულებს აბორტი გაიკეთოს, აღნიშნული ქმედება დანაშაულად ჩაითვლება და პატიმრობით დაისჯება. სს კოდექსში შესატანი ცვლილებებით, რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს, აბორტთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

კანონპროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება დაისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

თუ იგივე ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

 

მსგავსი თემები