„ხანდახან იძულებულები ვხდებით, გარეთ ვილაპარაკოთ“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის მიმართ არსებულ კითხვებს პირდაპირი პასუხი უნდა გაეცეს. ასეთ შემთხვევაში, პარტნიორ ქვეყანასთან არც უხერხულობა შეიქმნება.

„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ. ყოველ შემთხვევაში, ამ აზრში ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მე რომ ამაზე ამ სახით დეტალური პასუხის გაცემა მდომებოდა, მათთან (ოთხეულთან)  ერთად ვიქნებოდი, მაგრამ ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვარ. შესაბამისად, ამ დეტალებში ვერ შევყვები“ – აცხადებს მდინარაძე.

მისივე განმარტებით, დეტალური საუბარი ბევრ უხერხულბას შექმნის. ამიტომ, როცა კითხვები არსებობს, პასუხებიც უნდა გაეცეს.

„შეგვიძლია, ზოგადად დაგიდასტუროთ, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები. ამ ინტერესებზე დეტალურად რომ გავაგრძელოთ საუბარი, ბევრ უხერხულობას წავაწყდებით იქ და საჯაროდ გამოტანის შემთხვევაშიც, გარკვეული კითხვები ჩნდება ამასთან დაკავშირებით. როცა კითხვები ისმება, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები ასეთ საკითხებზე მსჯელობის საშუალებას უფრო ნაკლებად დატოვებს.

ჩემთვის, პირადად, ვინც არ უნდა იყოს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, პირდაპირ შეურაცხყოფა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი იქნება, თუ სხვა არჩეული დეპუტატის მიმართ, არის მიუღებელი. რაც უნდა არ მოსწონდეს ვინმეს რაღაც ინფორმაციის ამგვარად გამოტანა ან არგამოტანა, მიუღებელია, წარმოუდგენელია, არ შეიძლება, რომ მათზე იერიში პირდაპირ მიიტანო პირადი შეურაცხყოფის დონეზე. ამ საკითხებზეც გვერჩივნა, რომ კულისებში გველაპარაკა, თუმცა ჩვენც ხანდახან იძულებული ვხდებით, გარეთ ვილაპარაკოთ, თქვენც გიპასუხოთ და საზოგადოებასაც, ნაწილზე რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ და ეს ადამიანები საუბრობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები