დედოფლის გლოვა 26 სექტემბრამდე გრძელდება

დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი უინძორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში, აკლდამაში ჩაასვენეს. დაკრძალვის ცერემონია კი ვიწრო წრეში გრძელდება. დედოფალს მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალავენ.

ტაძარში ჩატარებულ სპეციალურ რუტუალს 800-მდე სტუმარი ესწრებოდა. რიტუალის ბოლოს კი  დედოფლის ყველა ტიტული გამოაცხადეს და გამოსამშვიდობებელი მელოდია ააჟღერეს. არქიეპისკოპოსმა კი მეფე ჩარლზი მესამე დალოცა და ეროვნული ჰიმნიც გაისმა.

სამეფოში დედოფლის გლოვა 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები