„ჩვენ ვერ შევძლებთ პატიებას, ღმერთმა შეუნდოს ცოდვები“ – აფრასიძეები მიხეილ სააკაშვილზე

2004 წელს, სვანეთში, კერძოდ კი ეწერში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ -ერთი მსხვერპლი ლედი აფრასიძე აცხადებს, რომ მისი ოჯახი მიხეილ სააკაშვილს ჩადენილ ცოდვებს ვერ აპატიებს.

„რთულია, როცა ადამიანმა ოჯახის წევრები დაგვიხოცა და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ის არც კი ნანობს იმ ყველაფერს, რაც გააკეთა და ჩაიდინა. ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ პატიებას და ღმერთმა შეუნდოს ის ცოდვები, რაც ჩაიდინა“, –  განაცხადა ლედი აფრასიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რა დროსაც ომეხ აფრასიძე დახვრიტეს და აწამეს, ევგენი აფრასიძე გარდაიცვალა, ხოლო გოჩა აფრასიძემ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ჩაატარა და დადგენილება 2021 წელს გამოიტანა. მის მიხედვით, აფრასიძეების ოჯახი დაზარალებულად იქნა ცნობილი.      

მსგავსი თემები