,,უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია.

„რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. იქნება მტკივნეული“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მსგავსი თემები